ბოლნისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს საოლქო კონფერენცია გაიმართა

0

12719651_662820610488045_7233869435246165102_o,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ქვეყნის მასშტაბით საოლქო ორგანიზაციების კონფერენციების ჩატარებას აგრძელებს. დღეს, ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია დმანისის მუნიციპალიტეტში გახსნეს. დღესვე კონფერენციები გაიმართა ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში. სადაც, ასევე კონფერენციის შედეგად აირჩიეს საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეები, ბიუროს წევრები და ყრილობის დელეგატები.

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს ბოლნისის საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელად გოგი მეშველიანი აირჩიეს. ბიუროს წევრებად კი ნუკრი ანდრიაძე, დავით შერაზადიშვილი, მალხაზ ვეშაპიძე, თამაზ ჩუბინიძე და ბაირამ აბასოვი დაამტკიცეს.

Share.

Comments are closed.