ბოლნისში ანზორ მარგველანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს

0

12746571_929739840474092_1685271409_n17 თებერვალს, ბოლნისის მურმან ჯაფარიძის სახელობის ძიუდოს დარბაზში დაიწყო საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ანზორ მარგველანის ხსოვნისადმი მიძღვნილი მე-11-ე საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში ჭაბუკთა შორის.

500-მდე სპორტსმენი ორ ასაკობრივ ჯგუფში (2001-2002; 2003-2004წწ) ორი დღის განმავლობაში იასპარეზებს.

შერმადინ დადვანი, ძიუდოს მთავარი მწვრთნელი:

– ტურნირი მაღალ დონეზე მიმდინარეობს, მოწვეული გვყავს საერთაშორისო და ეროვნული კატეგორიის მსაჯები. მინდა აღვნიშნო, რომ მეზობელი ქვეყნებიდან (სომხეთი და აზერბაიჯანი)  ჩამოსული არიან ძლიერი სპორტსმენები.

ნიკოლოზ ზაუტაშვილი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი:

– მაღალი ხარისხის ტურნირია. სპორტსმენები კარგად მომზადებულები და ძლიერები არიან, ეს მათთვის სტარტია ეროვნულ ნაკრებში თავის დასამკვიდრებლად.

საერთაშორისო ტურნირი 17 თებერვალს დაიწყო და 18 თებერვალს დასრულდება.

Share.

Leave A Reply