ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ტანძიისა და ბალიჭისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვს

0

12751996_820340228095594_862455694_o„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის 5 სოფელს: წიფორს, ხახალაჯვარს, დარბაზს, ჭრეშსა და ბერთაკარს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭა. სტატუსს მუნიციპალიტეტის კიდევ რამდენიმე სოფელი ელოდა, თუმცა მათ შესაბამისი კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილეს. ამ დრომდე ტანძიისა და ბალიჭის მოსახლეობა სტატუსის მინიჭების მოლოდინშია. საქართველოს მთავრობის მიერ, დამატებითი არგუმენტაციის წარდგენისთვის განსაზღვრული ვადა 1 აპრილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოიყენა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს ნოდარ ჯავახიშვილს, წერილობით მიმართა. წერილში მუნიციპალიტეტი იმ საკითხებს უსვამს ხაზს, რომლის გათვალისწინებითაც მიზანშეწონილია აღნიშნულ სოფლებს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭოს.

წერილი იხილეთ ბმულზე: bolnisi.gov.ge

Share.

Comments are closed.