ბოლნისის მუნიციპალიტეტში ხვნის ბარათების დარიგება იწყება

0

12696326_844044265704497_1755929582_o„მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“-ს ფარგლებში დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სასოფლო-სამეურნეო ხვნის ბარათები მიიღო.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ მოსარგებლეთა სიები და ხვნის ბარათები გადასცა გამგებლის წარმომადგენლებს. გამგებლის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან პროექტის მოსარგებლეებს გადასცენ მათი კუთვნილი ხვნის ბარათი და აუხსნან ხვნის ბარათით სარგებლობის წესები.


Share.

Comments are closed.