ბოლნისის მუნიციპალიტეტი უსახლკარო ოჯახებს ბინის ქირას გადაუხდის

0

141511101_3213გულო შაინიძე ერთ-ერთი მათგანია, ვისაც მუნიციპალიტეტი დახმარებას უწევს და ბინის ქირით უზრუნველყოფს. უსახლკარო ოჯახების დასახმარებლად  სოციალურ პროგრამაში ცვლილება შევიდა. გოგი მეშველიანის გადაწყვეტილებითა თხუთმეტ სოციალურად დაუცველ უსახლკარო ოჯახს, რომლებიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არიან რეგისტრირებული, ბინის ქირას ასი ლარის ოდენიბით მუნიციპალიტეტი ყოველთვიურად გადაუხდის. ასევე აუნაზღაურდებათ კომუნალური ხარჯები.

„დიდი დახმარება გამიწია მუნიციპალიტეტის გამგებელმა. არ ვმუშაობ, ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რითაც თავი თვიდან თვემდე ძლივს გაგვაქვს. სახლი არ მაქვს და  ქირის გადახდა ძალიან მიჭირდა. ჩემი გასაჭირი გულთან მიიტანეს და ბინის ქირას გამგეობა მიხდის, ეს დიდი შეღავათია, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ“, – აღნიშნავს გულო შაინიძე.

„სამწუხაროდ მუნიციპალიტეტში ბევრი ისეთი ოჯახია, ვისაც სახლი არ აქვს, უჭირთ ქირის გადახდა, ამიტომ გადავწყვიტეთ სოციალურად დაუცველ უსახლკარო ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს და ეს  მინიჭებული აქვს 2015-2016 წლებში, ქირას ერთი წლის მანძილზე მუნიციპალიტეტი დაუფარავს, აუნაზღაურებთ კომუნალურ ხარჯებსაც, ელექტრო ენერგიას თვეში 250 კვ.სთ-ს, ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით და ბუნებრივ აირს გათბობის სეზონზე 200 მ3-ს, ხოლო ზაფხულის პერიოდში 50მ3“ -აცხადებს სოციალური განყოფილების უფროსი შავლეგ მუშკუდიანი.

 


Share.

Comments are closed.