ბოლნისელი გუგა საყვარელიძე „კავკასიის ჩემპიონატზე“ იცეკვებს

0

12721854_933622110085865_263831935_nბოლნისის №1 საჯარო სკოლის მოსწავლემ გუგა საყვარელიძემ კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა და საქართველოს რეგიონალური სპორტული-ცეკვების ჩემპიონატზე  მეწყვილე ანი მოდებაძესთან ერთად პირველი ადგილი აიღო.

„საქართველოს რეგიონალური ჩემპიონატი ხშირად იმართება სტუდიებს შორის, რათა მოცეკვავეები შემდგომ უფრო დიდი კონკურსისთვის მოვამზადოთ. გუგა  ჩემი აღმოჩენაა და დარწმუნებული ვიყავი, რომ პირველი ადგილი ამ წყვილის იყო. მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, სად იპოვე ეს მაგარი ბიჭიო. ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ. მადლობა ორივე მოცეკვავეს, მათ დიდი სიხარული მომანიჭეს“, – აღნიშნა სტუდია „პრესტოს“ ქორეოგრაფმა გოჩა ხელიძემ.

გუგა საყვარელიძე უკვე მეორე წელია  თბილისში არსებული ცეკვის სტუდია „პრესტოს“ მოცეკვავეა და ამ ხნის მანძილზე არაერთი გამარჯვება მოიპოვა, მარტის თვეში კი მეწყვილესთან ერთად „კავკასიის ჩემპიონატზე“ გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას თექვსმეტი ქვეყანა მიიღებს.

„ძალიან გახარებული ვარ, რომ პირველი ადგილი  მოვიპოვე, ცეკვა ჩემი ჰობია,  ბედნიერი ვარ, როდესაც ვცეკვავ. მიხარია ისიც, რომ „კავკასიის ჩემპიონატზე“ გავალ, რა თქმა უნდა, იქ  ძლიერი კონკურენტები მეყოლება, მაგრამ არ მეშინია და ბოლომდე დავიხარჯები“, – აღნიშნა სტუდია „პრესტოს“ მოცეკვავემ გუგა საყვარელიძემ.

Share.

Comments are closed.