ბადრი ბერიანმა საქართველოს ჩემპიონატის ლიცენზია მოიპოვა

0

2291844056-7 თებერვალს, ქალაქ თბილისში, ძიუდოს აკადემიურ დარბაზში, ახალგაზრდებს შორის ძიუდოში საქართველოს სალიცენზიო ტურნირი გაიმართა. ტურნირზე 73 კგ. წონით კატეგორიაში ბოლნისელმა ბადრი ბერიანმა  საქართველოს ჩემპიონატის ლიცენზია ღირსეულად მოიპოვა.

შერმადინ დადვანი, მთავარი მწვრთნელი:

-შეჯიბრი ძიუდოში აღმოსავლეთის რეგიონებს შორის გაიმართა, სადაც 68 სპორტსმენი მონაწილეობდა. აღნიშნულ ტურნირზე ბადრი ბერიანმა წარმატებით იასპარეზა და მოხვდა ოცეულში, რომლებიც 20-21 თებერვალს საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ. ბადრი წარმატებული ახალგაზრდა ძიუდოისტია, იგი ძალიან შრომისმოყვარე და მონდომებულია,  ბევრი ტურნირების გამარჯვებულია და მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ,  მჯერა, რომ მომავალშიც მრავალჯერ გვასახელებს.


Share.

Comments are closed.