„არა ნაადრევ ქორწინებას“ – პროექტის პრეზენტაცია სავანეთის სკოლაში

0

12787538_935349853246424_1347265457_oლამია გუსეინოვამ და ზოხრან ბაირამოვამ უკვე კარგად იციან საკუთარი უფლებები და კანონში მიღებული ცვლილებები, აზერბაიჯანელი გოგონების თქმით ნაადრევ და საკუთარი სურვილის წინააღმდეგ გათხოვების შემთხვევებს უფროსები ტრადიციებით ამართლებენ, რაც მათთვის მიუღებელია.

„ნამდვილად არ მინდა პატარა გავთხოვდე აუცილებლად უნდა მივიღო განათლება, ყველას აქვს განათლების უფლება. ნაადრევი ქორწინებით კი ეს უფლება ირღვევა, მეუღლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული გააგრძელებ თუ არა სწავლას. გათხოვილ გოგონას კლასელებიც სხვანაირად უყურებენ, მშობლებსაც არ სურთ მათი შვილის გვერდით გათხოვილი გოგონა იჯდეს. განათლება უკვე პროფესიაა და მოზარდს გაუადვილდება საკუთარი ადგილის დამკვიდრება საზოგადოებაში. მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას, მთავარია საკუთარი საქმე გქონდეს, კანონი ჩვენს მხარესაა“,  აცხადებენ მოზარდები.  თანატოლებსა და უფროსებსაც ურჩევენ გაეცნონ იმას, თუ რა უარყოფითი შეიძლება მოიტანოს ნაადრევმა ქორწინებამ, სწორედ ამ პრობლემის დაძლევის და თანასოფლელების ცნობიერების ამაღლების მიზნით სავანეთის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეებმა „მომავლის თაობის“ ფარგლებში პროექტი „არა ნაადრევ ქორწინებას“ განახორციელეს. ორი თვის განმავლობაში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები ნაადრევი ქორწინების უარყოფით მხარეებსა და სავალალო შედეგებზე. შეადგინეს კითხვარები, ფლაერები, რომელიც თემში  გაავრცელეს.

„ჩვენ ჯანსაღი მომავალი თაობა ვართ, ვეუფლებით ტექნიკას, ინფორმაციას, ვეცნობით სიახლეებს, კანონებს. ჩვენთვის მიუღებელი ხდება ზეწოლა, სხვისი აზრის თავს მოხვევა, რადგან ვსწავლობთ უფლებებს და ერთმანეთისგან ვანსხვავებთ კანონს და ტრადიციას. არ მესმის რატომ უნდა გავინადგურო მომავალი, როცა შემიძლია მივიღო განათლება და დავიწყო მუშაობა“, -აცხადებს სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ზოხრან ბაირამოვა.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები, მშობლები და სოფლის მოსახლეობა შეხვდნენ იურისტს და ექიმს. გამოცხადდა ესეებისა და ნახატების კონკურსი, მომზადდა თემები ნაადრევ ქორწინებაზე. საუკეთესო სურათების და ესეების ავტორი სკოლის დირექციისგან  დაჯილდოვდა.

ცნობიერების ამაღლების მიზნით მოსწავლეებმა ითანამშრომლეს სოციალურ მუშაკთან, რომელმაც არაერთი მაგალითი მოიყვანა ნაადრევი ქორწინებით მიღებულ სავალალო შედეგზე.

„სკოლამ გადაწყვიტა მცირე გრანტების კონკურსში  მონაწილეობის მიღება, მათ წარმოადგინეს პროექტი აქტუალურ პრობლემებზე.  ჩვენ  ვეხმარებოდით კონსულტაციებით.  მიღებული გრანტით  შეაკეთეს ოთახი, შეიძინეს ციფრული აპარატი, ინფორმაციის და ცნობიერების ამაღლების მიზნით იმუშავეს ახალგაზრდებმა თემში, პროექტის განხორციელებაში დიდი შრომა ჩადო სამოქალაქო განათლების საგნის პედაგოგმა“,- აცხადებს პროგრამა „მომავლის თაობის“ მცირე გრანტების კოორდინატორი ქვემო ქართლში ცირა თავშავაძე.

პროექტის დასასრულს მოსწავლეებმა სპექტაკლში გააცოცხლეს ის ძალადობა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში უფროსები ტრადიციით ამართლებენ,  წარმოდგენა გოგონას გამარჯვებით დასრულდა, რაც რეალობაში ხშირია არ არის.

„არა ნაადრევ ქორწინებას“ პრეზენტაციიდან გამომდინარე ჩანდა რომ მოსწავლეებმა ამ კუთხით ბევრი იმუშავეს. შეხვდნენ შესაბამის სტრუქტურებს, ორგანიზაციებს, ითანამშრომლეს სოციალურ მუშაკთან, იურისტთან და ექიმთან.  ამ თემის ირგვლივ მოიძიეს საჭირო ინფორმაცია. პროექტი საინტერესოდ წარიმართა, თუმცა ძნელია შედეგის მაშინვე მიღება,  ვფიქრობ დროთა განმავლობაში შეიცვლება საზოგადოების დამოკიდებულება, მიხვდებიან, თუ რამდენი უარყოფითი რამ შეუძლია მოიტანოს ნაადრევმა ქორწინებამ, მსგავსი ღონისძიებებით, თუ არ აღმოიფხვრება, შემცირდება მაინც მსგავსი ფაქტები“, – აღნიშნა მცირე გრანტების კოორდინატორმა ინგა ქებროტაშვილმა.

„მომავლის თაობა“, რომელსაც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს PHINTERNATIONAL, („სიქა საგანმანათლებლო ინიც იატივების ქართული ასოციაცია“) მეორე წელია აქტიურად თანამრომლობს სავანეთის საჯარო სკოლასთან, რომლის ფარგლებშიც თემისთვის და მოსწავლეებისთვის არაერთი საინტერესო  პროექტი განხორციელდა.


Share.

Comments are closed.