ანსამბლ ,,ბოლნელას’’ სოლო კონცერტმა მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა

0

12737132_975468779169636_1364972313_oსცენაზე მაყურებლისთვის კარგად ნაცნობ და საყვარელ ანსამბლ ,,ბოლნელას’’ გამოჩენას ოვაციები ღონისძიების დაწყებამდე მოჰყვა. ათი სრულიად განსხვავებული პროფესიის ადამიანი სიმღერამ გააერთიანა და წლებია სხვადასხვა ტაძრებში გალობენ. დეკანოზმა მამა ბასილმა ისინი ერთი იდეის ქვეშ გააერთიანა და ქალთა ფოლკლორული ანსამბლი შექმნა, რომლის მიზანიც ბოლნისში ქართული კულტურის აღორძინება-განვითარება და განმტკიცებაა. აღნიშნული წამოწყება ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა მოიწონა და მისი ლოცვა-კურთხევით, 2012 წელს ანსამბლი დაარსდა. ,,ბოლნელა’’წლებია წარმატებით მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ფესტივალებზე.
ტრადიციული, სასიამოვნო მემკვიდრეობის გამომზეურების, დაცვისა და პოპულარობის მიზნით, ბოლნისელი მსმენელის წინაშე ანსამბლი ,,ბოლნელა“ სოლო კონცერტით პირველად წარსდგა. წლების მანძილზე მოძიებულ სხვადასხვა კუთხის ძველ ქართულ სიმღერებს მომღერლებმა თავი მოუყარეს და დიდი ოსტატობით, მხატვრული გაფორმებით, საფერხულო და საცეკვაო სიმღერებით ,,ბოლნელამ’’ მაყურებელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ამოგზაურეს. გოგონები სცენაზე სიახლით წარსდგნენ, მათ მრავალფეროვან რეპერტუარს ახალი, ქალაქული სტილი დაემატა. საღამოს ეთნომუსიკოლოგი ,,ბოლნელას’’ ლოტბარი ნანა ვალიშვილი უძღვებოდა, რომელიც ჯერ ძველი ხალხური სიმღერების მოძიებაზე, შემდგომ კი გოგონებთან ერთად , აღდგენა-დამუშავებაზე მუშაობს. კონცერტს ანსამბლი ,,ორბელი“, სოსო კოპალეიშვილი და თამუნა მიქელაძე ალამაზებდა. ღონისძიებამ, რომელიც საათნახევარი გაგრძელდა, მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა. სოლო კონცერტი მაყურებელმა მხურვალე აპლოდისმენტებით შეაფასა. საღამოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ქვემო ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის ინიციატივით, ახალგაზრდა შემოქმედთა კავშირის თავმჯდომარის ლევან ჟვანიას ტექსტზე, კომპოზიტორმა ნუგზარ თუშიშვილმა ქვემო ქართლის ჰიმნი შექმნა, რომლის პრეზენტაციაც ანსამბლ ,,ბოლნელას“ სოლო კონცერტზე შედგა.

Share.

Comments are closed.