ხატისოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე საქონლის ფერმის მშენებლობა მიმდინარეობს

0

12596683_10153877232888007_2028069074_oშპს „ახალი სტილის“ დირექტორმა ბიზნესის დასაწყებად ბოლნისის მუნიციპალიტეტი შეარჩია და გასულ წელს ხატისოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე  22 ჰექტარი მიწის ფართობი შეიძინა. ლევტერ კუციამ ტერიტორიის ნაწილზე მარცვლეული კულტურა  დათესა, შემდეგ სახელმწიფოსგან იაფი კრედიტი აიღო და მსხვილფეხა საქონლის სადგომის მშენებლობა დაიწყო, რომელიც ევროსტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება.

სადგომი სამოცდაათ პირუტყვზეა გათვლილი, საიდანაც 45 მუდმივად მეწველი უნდა იყოს. საქონლის უმეტესობა წაბლას ჯიშისაა.  სამომავლოდ მეპატრონე ახალი ჯიშების გამოყვანას გეგმავს, წაბლას ჯიშს შვიდცი და  ჰოდშტეინი ჩაანაცვლებს. ფერმერი საქონლის საკვებად საკუთარ ფართობზე მოყვანილი ნედლეულის გამოყენებას გეგმავს.

ფერმის მშენებლობამ სოფელში ახალი სამუშაო ადგილები შექმნა. ამ ეტაპზე თხუთმეტი ადამიანია დასაქმებული, თუმცა სამომავლოდ მათი რიცხვი ოცდაათამდე გაიზრდება.

მეპატრონე შემოდგომაზე რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს, სადაც მეზობელი სოფლებიდანაც შეძლებენ ფერმერები რძის ჩაბარებას. პროდუქციის რეალიზება პირველ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე მოხდება, შემდეგ კი შესაძლოა  ევროპის ბაზარზეც გავიდეს.


Share.

Comments are closed.