ბოლნისის საფეხბურთო კლუბმა მეორე წრისთვის მზადება 10 იანვარს დაიწყო და თურქეთში გამგზავრებამდე ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა.
საფეხბურთო კლუბი „სიონი“ თურქეთში პირველ თებერვალს გაემგზავრება და ხუთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.
პირველი თამაში 4 თებერვალს გაიმართება, სადაც „სიონი“ რუმინეთის უმაღლესი ლიგის გუნდს „კრაიოვას“ დაუპირისპირდება.
ვარლამ კილასონია, საფეხბურთო კლუბ „სიონის“ მთავარი მწვრთნელი:
-პირველი წრის შემდეგ, თასის ნახევარფინალმა, მეოთხე ადგილმა, მათი ენთუზიაზმი აამაღლა და ფეხბურთელები დიდი მონდომებით გამარჯვებაზე ორიენტირებულები არიან. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ტრავმების გამო გუნდთან ვარჯიშს რამდენიმე ფეხბურთელი ვერ ახერხებს. გვყავს ოთხი ახალწვეული, მთლიანობაში გუნდი დიდი შემართებითაა. თურქულ შეკრებაზე „სიონი“ ხუთ ამხანაგურ მატჩს გამართავს:
4 თებერვალს „სიონი“ რუმინეთის უმაღლესი ლიგის გუნდს „კრაიოვას“ შეხვდება.
6 თებერვალს „სიონი“ სავარაუდოდ „ვიბრუსს“ ან დანიის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ ძლიერ გუნდს გაეჯიბრება.
9 თებერვალს ოდესის „ჩერნომორეცს“, 11 თებერვალს დანიის „ოლბორგს“, ხოლო 12 თებერვალს ყაზახეთის „აქტობეს“ დაუპირისპირდება.
გუნდი საქართველოში 13 თებერვალს დაბრუნდება.