საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებულების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის ტერიტორიაზე მდებარე სახუნდარის ხარების სახელობის კომპლექსს, რომელიც XVII საუკუნის II ნახევრით თარიღდება, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ასევე, სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებულების საფუძველზე მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი ქალაქ ბოლნისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე ოთხ საცხოვრებელ სახლს. გოთური სტილით ნაშენი ოთხივე სახლი ძველი გერმანული მემკვიდრეობაა, მათგან ორი XIX საუკუნის ბოლოს, ხოლო ორი XIX საუკუნის – II-ე ნახევარშია აშენებული.
BOLNISI.GE ვრცელ რეპორტაჟს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.