დაბა თამარისსა და დაბა კაზრეთში მცხოვრებმა კიკილაშვილებისა და ბიძინაშვილების მრავალშვილიანმა ოჯახებმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამოქმედებული პროგრამის ფარგლებში დახმარება მიიღეს. მათ 1000-1000 ლარის ფარგლებში საყოფაცხოვრებო ტექნიკა და კვების პროდუქტები გადაეცათ.
„კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ პროგრამა სახელმწიფოს მიერ 2014 წელს ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც სამინისტროში ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან 86 წერილია გაგზავნილი, აქედან დღეის მდგომარეობით ორმოც ოჯახს გაეწია დახმარება. პროგრამა კვლავ გრძელდება და დახმარებები ეტაპობრივად განხორციელდება.