სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ბოლნისში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

0

12557835_914763955305014_2132637381_oსაინფორმაციო შეხვედრა თემაზე: ადრეული ქორწინება, სკოლის მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის მოეწყო. სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის კონსულტანტმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. უარყოფით მხარეებზე და კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

„ჩვენი ჩამოსვლის მიზანია  მოსახლეობასთან შეხვედრა და მათთვის იმ საკანონმდებლო აქტების გაცნობა, რომელიც კრძალავს  ადრეულ ასაკში ქორწინებას. ადრეულ ასაკში ქორწინება სამწუხაროდ დიდ პრობლემებს წარმოადგენს, რომლის გადასაჭრელადაც აუცილებელია მოსახლეობასთან მუშაობა და მათი ინფორმირება. ასევე გვაინტერესებს  რა პრობლემებია ამ კუთხით რეგიონებში, კონკრეტული ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი რეაგირება. ასეთი სახის შეხვედრები სისტემატურად გაგრძელდება ქვემო ქართლის რეგიონში“, – განაცხადა  სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის კონსულტანტმა მერი მაღლაფერიძემ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი დანაშაულად აღიარებს სრულწლოვანის სქესობრივ კავშირს 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-დან 3 წლამდე. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება ქორწინების იძულება (მუხლი 150, ), ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.

ადრეულ ასაკში ქორწინება დასჯადია მისი ყველა ფორმით გამოვლინების შემთხვევაში, გამონაკლისი დაიშვება 16 წლის ზემოთ პირების ქორწინების შემთხვევაში, მშობლის თანხმობით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაკუთრებული მიზეზის არსებობის დროს.

Share.

Comments are closed.