სასწავლო პროცესი ბოლნისის კიდევ ერთ საჯარო სკოლაში შეჩერდა

0

სკოლაქალაქ ბოლნისის №5 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის გამო, სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მონიტორინგს უწყვეტად აგრძელებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით 3 დღით სასწავლო პორცესი იმ კონკრეტულ სკოლებში შეჩერდა, სადაც გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება. გაცდენილი საათები კი, შაბათი დღეების ხარჯზე ანაზრაურდება.

სკოლებში მოსწავლეთა დასწრების მონიტორინგს სამინისტრო  კვლავ განახორიცელებს. სკოლებს კი ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებებს უკავშირდება.

ამ დროისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი 4 საჯარო სკოლაშია შეჩერებული, ბოლნისის №1, №3, №5 და დაბა კაზრეთის №2.

Share.

Comments are closed.