როგორი განრიგით ივლის ახალი ავტობუსები და რას სთხოვს მოსახლეობას სატრანსპორტო სამსახური

0

1923916_1080391802021938_5487959435670167955_nბოლნისის მუნიციპალიტეტში მგზავრთა გადაყვანას ყველა მიმართულებით 10 ერთეული ტრანსპორტი უზრუნველყოფს. აქედან შვიდი ავტობუსი და სამი მიკრავტობუსია. რატევანი – რაჭისუბანის სამარშრუტო ხაზზე სამი  ახალი ავტობუსი მოძრაობს. ახალი ავტობუსების დამატებით გადაადგილება კიდევ უფრო კომფორტული გახდა.

ახალი ავტობუსები აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, რომელსაც მძღოლი აკონტროლებს.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით რატევანი – რაჭისუბანის მიმართულებით სამარშრუტო ხაზზე მუშაობის ხანგრძლივობა იზრდება. ავტობუსები დადგენილი მარშრუტით ივლიან ყოველდღე, დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე.


Share.

Comments are closed.