რა სამომავლო გეგმები აქვს ლათინო-ამერიკული ცეკვების სტუდიის ქორეოგრაფს

0

12546290_908843129230430_655873444_o„ეს არის სპორტი, ცეკვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, განათლება და პოპულარობა“ -ამბობს ქორეოგრაფი გოჩა ხელიძე.  ორი წელია რაც  ბოლნისის კულტურის სახლში ლათინო-ამერიკული და ევროპული ცეკვების სტუდია ფუნქციონირებს. პროფესიით მსახიობი და ქორეოგრაფი არისტოკრატულ თუ სტანდარტულ ცეცხლოვან ცეკვებს ერთ სივრცეში უყრის თავს.

„როცა რეპეტიციებს ვიწყებ ყველაფერი მავიწყდება. ეს არის ჩემი სფერო, რომლითაც უსაზღვრო სიამოვნებას ვღებულობ, მიუხედავად იმისა, რომ თეატრში გავიზარდე, სპექტაკლების ქორეოგრაფიაზე მუშაობა გამიჭირდა, ვერ მოვირგე, ვერ გავითავისე კონკრეტული როლების მიხედვით მუშაობა და წამოვედი ქორეოგრაფიის კუთხით, ეს სულ სხვა სიამოვნებაა ჩემთვის. დაახლოებით 15 წელი ვიმუშავე თურქეთში, თუმცა მივხვდი, რომ წლები ძალიან გამექცა და გადავწყვიტე  სამშობლოს დავბრუნებოდი“, – აცხადებს ხელოვანი.

თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ, დიდი შრომის შედეგად გაწევრიანდა საქართველოს სპორტული ცეკვების ფედერაციაში და ორი წელია აქტიურად მუშაობს ბოლნისის და თბილისის სტუდიებში. მისი მოსწავლეები ყოველწლიურად  ღებულობენ მონაწილეობას საქართველოს და მსოფლიო ჩემპიონატებში.12517097_908843249230418_1329529681_o

„ორი წელია საქართველოში ვმუშაობ და ამ პერიოდიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, კმაყოფილი ვარ შედეგებით. ბოლნისში ერთი, თბილისში კი ორი საკუთარი სტუდია მაქვს, მესამეში კი მიწვევით ვმუშაობ. სპორტული ცეკვების ფედერაციის დაქვემდებარებაში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემს პროფესიულ დონეს კი ვაჩვენებ ჩემპიონატებზე. ლათინური და ევროპული ცეკვები მიჩნეულია სპორტად, რომელიც ძალიან შრომატევადია. ეს არის სპორტი, ცეკვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, განათლება და პოპულარობა. პირველ რიგში ჯანმრთელობისთვის  იმდენად კარგია, რომ ექიმები სპეციალურად უნიშნავენ ვისაც ხერხემლის პრობლემები აქვს. მიუხედავად ბოლნისის სტუდიის ასეთი მცირე შემადგენლობისა საკმაოდ დიდი წარმატება ჰქონდათ ლიზი ჯაფარიძეს და გუგა საყვარელიძეს. თბილისში როდესაც ხედავენ, თუ რა დონის ჩემპიონატებზე გავდივართ, ინტერესი იზრდება, ბოლნისში კი პირიქით, სირთულეს რომ აწყდებიან მიდიან სტუდიიდან, რაზეც ძალიან მწყდება გული“, -აღნიშნა ქორეოგრაფმა.

როგორც ჩვენი რესპოდენტი ამბობს, მუშაობს შედეგის მისაღებად და არა ანაზღაურების გამო. თუმცა მისი დიდი მცდელობის მიუხედავად, შესაძლოა სტუდია დაიხუროს. კითხვაზე, როგორია მისი სამომავლო გეგმები, ასე გვპასუხობს: -არ მინდა წასვლა, მაგრამ ალბათ მომიწევს. რამოდენიმე ბავშვისთვის თბილისიდან სიარული აღარ ღირს. პირველ რიგში კი ჩემი მიზანია შედეგის მიღება და არა ანაზღაურება, ასეთი შემადგენლობით კი ძნელია შორს წასვლაზე ფიქრი.“


Share.

Comments are closed.