რა მდგომარეობაა ბოლნისის მუნიციპალიტეტში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით

0

1373026077_1ე.წ „ღორის გრიპმა“ მოსახლეობის დიდი ნაწილი პანიკაში ჩააგდო. გახშირდა სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადების გამოძახება. გაიზარდა ექიმთან მოსახლეობის მიმართვიანობაც. მიუხედავად ამისა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მედიკოსები ეპიდემიის საშიშროებას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ H1N1 დღევანდელი მდგომარეობით ქვეყანაში მოცირკულარე სეზონური გრიპის ვირუსია. როგორც მედიკოსები აცხადებენ ვირუსი ყოველ წელიწადს, გასული წლის მეორმოცე კვირიდან იწყება და მომდევნო წლის მეოცე კვირას მთავრდება. ეს არის ჩვეულებრივი სეზონური გრიპი, რომელსაც ა ჯგუფის გრიპის ქვეტიპი H1N1 ვირუსი ჰქვია, ნებისმიერი სეზონური გრიპის ვირუსის მსგავსად, ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება და ახასიათებს ის ნიშნები, რაც სხვა სეზონურ გრიპს.

ამ ეტაპზე ბოლნისის საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონალურ მკურნალობას გადიან პაციენტები, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და პრევენციის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი ვირუსის მიღებისა და გავრცელების შემცირების მიზნით მოსახლეობას ურჩევს გრიპის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და მიმართონ ექიმს. ვირუსის პრევენციისთვის კი აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა, ოთახის განიავება და სველი წესით დალაგება.

მოსწავლეთა გაცდენების მაჩვენებლის გაზრდის გამო სასწავლო პროცესი ორშაბათამდე შეჩერდა ქალაქ ბოლნისის №1, №3, №5 და დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლებში.

Share.

Comments are closed.