რატომ ვერ მიიღო ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელმა მაღალმთიანის სტატუსი

0

12255730_809021069206817_1061980868_o

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელს: დარბაზს, ხახალაჯვარს, ჭრეშს, წიფორსა და ბერთაკარს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 1582 დასახლებას მაღამთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა. დასახლებათა ნუსხა, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წარდგინებით, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა დასახლებების ჩამონათვალი, მოსახლეობაში გაჩნდა კითხვები, ადგილობრივებს აინტერესებთ რატომ არ მოხვდა მათ შორის მუნიციპალიტეტის ისეთი სოფლები, როგორიცაა ტანძია, ხატისოფელი, ბალიჭი.

მაღალმთიანი დასახლებების ნუსხის გადახედვას მთის განვითარების ეროვნული საბჭო 2016 წლის 1 აპრილამდე გეგმავს. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა იმედოვნებს რომ გადახედვის დროს საბჭო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებზეც იმსჯელებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრისსიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვაკრიტერიუმის (მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები დაბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიულიმდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათვალისწინებით, მაღალმთიანიდასახლების სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრისსიმაღლეზე მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევაში, ამ პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმებისგათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრისსიმაღლეზე ქვევით მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს.

ზღვის დონიდან შესაბამის სიმაღლეზე მდებარეობის მიუხედავად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსიენიჭებათ საქართველოს შემდეგ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში მდებარე დასახლებებს: ხევი,მთიულეთი, პანკისის ხეობა, მაღალმთიანი აჭარა, გუდამაყრის ხეობა, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, ზემოსვანეთი, ქვემო სვანეთი, ლეჩხუმი, რაჭა.

Share.

Comments are closed.