მისალოცი ბარათი, წიგნები, ტკბილეულობა და 280 ლარი მიიღო საქართველოს პრეზიდენტისგან ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეინტეგრაციაში და მინდობით აღზრდაში მყოფმა თითოეულმა ბენეფიციარმა.
დღეის მდგომარეობით ბოლნისში რეინტეგრაციაში და მინდობით აღზრდაში 19 ბავშვი იმყოფება, რომლებსაც სახელმწიფოსგან ყოველთვიური დახმარება _ 90, ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან კი 100 ლარის ოდენობით ერიცხებათ.