პირობითმა მსჯავრდებულებმა ტანძიის ლიტერატურული მუზეუმი მოინახულეს

0

DSCF5353ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებმა 2016 წლის 20 იანვარს, სრულწლოვან და არასრულწლოვან 11 პირობით მსჯავრდებულთან ერთად,  სოფელ ტანძიაში მდებარე ლიტერატურული მუზეუმი მოინახულეს, სადაც დაცულია სულხან-საბა ორბელიანის და მის ნაწარმოებებზე შექმნილი ქართველი მხატვრების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ფოტომასალები, დოკუმენტები და სხვადასხვა პერიოდის გამოცემები.

ისტორიულ ექსკურსს გაუძღვა ექსკურსიამძღოლი, რომელმაც ისაუბრა სულხან-საბა ორბელიანის ღვაწლზე, მის წარმომავლობაზე, მოგზაურობაზე, როგორც მეცნიერის, მოაზროვნის, მწერლისა და დიპლომატის მოღვაწეობაზე. განხილულ იქნა „სიბრძნე სიცრუისა“, როგორც არაჩვეულებრივი ქართული ენითა და იუმორით გადმოცემული იგავ-არაკთა ბრწყინვალე კრებული. ასევე „ქართული ლექსიკონი“, „სიტყვის კონა“, რომელიც გამოირჩევა იმ დროისათვის მოწინავე მეთოდოლოგიით, უმდიდრესი ფაქტობრივი მასალით.

პრობაციონერებს ძალიან მოეწონათ აქტივობა, ჩართულნი იყვნენ დისკუსიაში, სვამდნენ კითხვებს. მათ მადლობა გადაუხადეს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს. მსგავსი აქტივობები ხშირად იმართება, რაც ხელს უწყობს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას.


Share.

Comments are closed.