ნუგზარ მალაღურაძე კლუბიდან წავიდა

0
9cb2290c00d98e2e2ad4fddef5b9a630“ყოჩები” – ეს ის კლუბია, რომელთანაც განვლილი ცხოვრების უდიდესი პერიოდი მაკავშირებს, რომელმაც წლების განმავლობაში უდიდესი სიხარული, სიამაყე და ტკივილიც მომიტანა. დღეს მე კლუბიდან მივდივარ… ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო, მაგრამ ასე ჩავთვალე საჭიროდ.
20 წლის წინ, როდესაც ქართული რაგბი გადარჩენისთვის იბრძოდა, არ იყო არანაირი სახსრები და პირობები, მე იმ ბავშვებს ვავარჯიშებდი, რომლებმაც მომავალში კლუბსა და ქვეყანას უდიდესი სიხარული მოუტანეს. მახსოვს, მაშინ, როდესაც სამსახურიდან ვიპარებოდი და ამ ბავშვებს ვავარჯიშებდი, ჩემი ბიზნეს პარტნიორები გაკვირვებული მეკითხებოდნენ – რათ გინდა, რა მიზანი  გაქვს. მე მათ ვპასუხობდი, რომ დადგებოდა დრო, როდესაც ეს ბიჭები ეროვნულ ნაკრებში ითამაშებდნენ,  ჩვენს ქვეყანას ასახელებდნენ და ისტორიულ გამარჯვებას მოიპოვებდნენ.   მე კი ტრიბუნაზე ვიქნებოდი და ამით დავტკბებოდი, ნატვრა 2015 წლის მსოფლიო თასზე ინგლისში ამიხდა, ამაყი ვარ, რომ   მსოფიო თასზე საქართველოს ნაკრების ღირსებას ექვსი ჩემი და ჩემ კლუბში აღზრილი მორაგბე იცავდა .
უდიდეს მადლობას  ვუხდი  ყველა იმ მოთამაშეს, იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც “ყოჩებში” ამ 20 წლის განმავლობაში ვიმუშავე . მინდა კლუბს წარმატებები ვუსურვო როგორც შიდა, ასევე ევრო სარბიელზე. სადაც მწამს,  რომ ქართული კლუბები სულ მალე გამოჩნდებიან.
მე მივდივარ კლუბიდან, მაგრამ არ მივდივარ რაგბიდან ,  ისევე როგორც აქამდე,  მე ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას ყოველთვის მოვახმარ ქართული რაგბის წინსვლასა და განვითარებას.
პატივისცემით, რაგბის კლუბი “ყოჩების”  დამფუძნებელი, აწ უკვე გამგეობის ყოფილი წევრი
ნუგზარ მალაღურაძე
Share.

Leave A Reply