22 იანვარს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პირადად უძღვებოდა მხარის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი.
რეგიონისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა სამუშაო რეჟიმში განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი იყო მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.
საუბარი შეეხო აგრეთვე სეზონური ვირუსების პრევენციის მიზნით ქვემო ქართლის მასშტაბით განსახორციელებელ ღონისძიებებს.
შეხვედრაზე ისაუბრეს აგრეთვე საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და მართვის გაუმჯობესების სტრატეგიაზე. საკითხი აუდიტორიას წარუდგინეს შპს „გამა კონსალტინგის“ წარმომადგენლებმა ავთანდილ გაჩეჩილაძემ, ალექსანდრე ლაგვილავამ და დავით კიკნაძემ.
მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ქვემო ქართლის გუბერნიაში
0
Share.