დაბა კაზრეთის რეაბილიტირებული საფეხბურთო სტადიონი მუნიციპალიტეტის გამგებელმა პირველ მოადგილესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად მოინახულა. ცენტრალურ სტადიონს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა გასახდელებს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დაასრულა.
პროექტის მიხედვით, ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციასთან ერთად მოხდა მინი სტადიონის შეკეთებაც. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჟეტიდან დაფინანსდა და ფეხბურთელებისთვის კომფორტული გარემო შეიქმა.
დაბა კაზრეთის სტადიონზე ბოლნისის „სიონის“ ჭაბუკთა ლიგასთან ერთად ვარჯიშობს ბავშვთა გუნდი „მადნეული“.