დაბა თამარისში კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია დასრულდა

0

12440696_1086690758058709_2776501837827715890_oდაბა თამარისში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორცილდა. მოსახლეობას წლების მანძილზე არსებული პრობლემა მოუგვარდა. დაბაში არსებული ამორტიზებული კანალიზაციის ქსელის მაგისტრალის რეაბილიტაცია განახორციელა. ქსელის გარკვეული მონაკვეთი შეიცვალა ახლით, ხოლო ნაწილი გაიწმინდა. პროექტის ფარგლებში ასევე აღდგა ძველი მაგისტრალის საკანალიზაციო ჭები.  სამუშაოები მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ქსელის რეაბილიტაციისას დასაქმებული იყო ადგილობრივი მუშახელი.
2015 წელს, სოფლის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, დაბაში მისასვლელი ასფალტის გზის ორმოული შეკეთება განხორციელდა, რაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს წლების მანძილზე აწუხებდათ. ასევე გასულ წელს, დაბა თამარისის საბავშვო ბაგა-ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. 

Share.

Comments are closed.