განახლებულ 50 ლარიან კუპიურაზე ფიტარეთის ტაძრის ბარელიეფია გამოყენებული

0

lari-50ქართული ლარი ახალი სერიით განახლდა. ბანკნოტების გრაფიკის შექმნაზე და მის დახვეწაზე მუშაობდნენ დიზაინერი ბაჩა მალაზონია და პროფესიონალები ინგლისიდან, საფრანგეთიდან და გერმანიიდან.

ქართული ლარი თავისი არსებობის 20 წლის განმავლობაში სხვადასხვა ცვლილებების მომსწრე იყო. დაახლოებით ერთი წლის წინ ლარის აღმნიშვნელი სიმბოლოც შეიქმნა. განახლებული სამი ბანკნოტის ისტორიაში კი ეს პირველი გრაფიკული ცვლილებაა.

ლარის ახალ სერიაზე საგრძნობლადაა გაუმჯობესებული სურათების ხარისხი და ზომა, განახლებულია დამცავი ნიშნებიც, დართულია ახალი სიმბოლოც. ბანკნოტის შეხებით შეიგრძნობა რელიეფური გამოსახულებები და წინა მხარეს მარჯვენა და მარცხენა მხარეს დატანებული ნიშნები, რაც მას სუსტი მხედველობის მქონე ადამიანებისთვის ადვილად ამოცნობადს ხდის.

განახლებულ 50 ლარიან კუპიურაზე გამოყენებულია ბარელიეფი ფიტარეთის ტაძრიდან.

ახალი ბანკნოტები ეტაპობრივად გამოვა 2016 წლიდან და მიმოქცევაში იქნება წინა ბანკნოტებთან ერთად.


Share.

Comments are closed.