ბოლნისში საქართველოს ეროვნული დროშის დღე აღინიშნა (+ვიდეო)

0

12557110_958819227501258_2118871470_oსაზეიმო ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აღინიშნება, რომელსაც ბოლნისიც შეუერთდა. 12 საათზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ, საპატიო ყარაულებმა სტუდენტებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სახელმწიფო დროშა აღმართეს.
სპეციალურად ამ დღისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დამზადდა სახელმწიფო დროშის ორიგინალი,რომელსაც საპატიო ყარაული სიმბოლურად პრეზიდენტის სასახლეზე აღმართავს, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, საგანგებოდ გამოყოფილ ადგილზე შეინახება.

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში, საღამოს საზეიმო მიღება გაიმართება და სასახლეზე გადმოიფინება დროშები.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო ღონისძიებაზე რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგევლაშვილი
შეხვდება, სიტყვით მიმართავს და სახელმწიფო
სიმბოლიკის მნიშვნელობაზე ისაუბრებს.
გარდა ამისა, საზეიმო ღონისძიებაზე გამოფენილი იქნება პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მიერ წარმოდგენილი შუა საუკუნეების (XIV-XVIსს) პორტოლანები, (საზღვაო რუკები) რომლებზეც საქართველო გამოსახულია ისტორიული ხუთჯვრიანი დროშით.

საქართველოს ახალი ხუთჯვრიანი დროშა, საქართველოს სახელმწიფო დროშად, 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი დაამტკიცა.

სწორედ ამ კანონის მიღების დღე, 14 იანვარი დადგინდა სახელმწიფო დროშის დღედ, თუმცა სახელმწიფო დროშის დღე,კანონის მიღების შემდეგ, მხოლოდ ერთადერთხელ, 2012 წელს აღინიშნა.

საქართველოს სახელმწიფო დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია მაცხოვარის და ოთხი მახარობელის სიმბოლური გამოსახულებაა.

Share.

Comments are closed.