ბოლნისში გერმანიის ელჩი საქართველოში ბეტინა კადენბახი იმყოფებოდა

0

12625806_10153848906317230_1325001420_nდღეს ბოლნისში, ოფიციალური ვიზიტით, გერმანიის ელჩი საქართველოში ბეტინა კადენბახი იმყოფებოდა, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოგი მეშველიანს შეხვდა.

შეხვედრა მუნიციპალიტეტის პირველი პირის სამუშაო კაბინეტში შედგა. გერმანული მხარე დეტალურად დაინტერესდა ბოლნისში მიმდინარე მოვლენებით და იმ გეგმებით, რომელიც 2017 წელს გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლებიდან 200 წლის იუბილეზე უნდა განხორციელდეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გერმანიის ელჩს ბოლნისის შესახებ ესაუბრა, ძველ გერმანულ ნასახლარებზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ რამდენიმე სახლზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ, უნიკალურ სარდაფებზე, ტურისტულ პოტენციალზე, 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით განსახორციელებელ სხვადასხვა ღონისძიებებზე.

შეხვედრის დასასრულს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ელჩს ხელნაკეთი ბოლნური ჯვარი გადასცა.


Share.

Comments are closed.