ბოლნისის სამ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა

0

imagesბოლნისის მუნიციპალიტეტის სამ საჯარო სკოლაში ორშაბათამდე სასწავლო პროცესი შეჩერდა. როგორც გაზეთ ბოლნისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან აცნობეს, მოსწავლეთა გაცდენების მაჩვენებლის ზრდის გამო სასწავლო პროცესი ქალაქ ბოლნისის №1, №3 და დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლებში შეჩერდა.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის დანარჩენ სკოლებსა და სკოლამდელ დაწესებულებებს, ჯერჯერობით იქ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ განაცხადა გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციისა და უამინდობასთან დაკავშირებით სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.


Share.

Comments are closed.