ბოლნისის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდება

0

12304452_1066660806728371_6679263247653332360_oქვეყნის მასშტაბით გავრცელებულმა გრიპის ვირუსმა ბაღებში კონტიგენტის სიმცირე გამოიწვია, რის გამოც ბოლნისის მუნიციპალიტეტის თორმეტივე საბავშვო ბაღში პირველიდან სამი თებერვლის ჩათვლით სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდება. ბოლო რამდენიმე დღეა ბავშვთა გაცდენების რაოდენობამ 20%-ს გადააჭარბა.

„ბავშვთა გაცდენები მშობლების სიფრთხილითაც არის გამოწვეული, მიუხედავად იმისა, რომ გრიპის სეზონის დადგომასთან ერთად, ბაღებში გაძლიერდა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება,  არ ხდება ვირუსით დაინფიცირებული ბავშვების მიღება, მშობლები მაინც თავს იკავებენ და მოიმატა გაცდენებმა, ამიტომ გადავწყვიტეთ რამდენიმე დღით შეგვეჩერებინა სააღმზრდელო პროცესი“, – განაცხადა სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის სამსახურის უფროსმა ლელა გოგმაჩაძემ.


Share.

Comments are closed.