ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა

0

12496209_1095260963868355_2489969976547907340_oგასულ კვირას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანოს- სამოქალაქო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 2015 წლის ცვლილებების საფუძველზე, გასული წლის აგვისტოში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში შეიქმნა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, რომელიც წარმოადგენს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის სათათბირო ორგანოს. ამ ეტაპზე საბჭოში 24 ადგილობრივია, რომელიც სხვადასხვა სფეროდან შეირჩა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, არ არის გამორიცხული საბჭოს შემადგენლობა კიდევ გაიზარდოს. გთავაზობთ საბჭოს ამჟამინდელ შემადგენლობას: კაპანაძე ვალერი, შკუბულიანი ვახტანგი, ზურაბაშვილი ირმა, შენგელია ეკატერინე, სუბელიანი სანდრო, ბეჟანიშვილი კარინე, ავქოფაშვილი გურამი, ლოლაძე გია, გოგოლაძე ბადრი, ხუმარაშვილი თემური, ნინოშვილი თემური, ლიპარტელიანი ზურა, კობახიძე რატი, ჯაყელი დავითი, გავაშელი მედგარ, ბერიშვილი ზურაბ, ისაევი ეივაზ, წაქაძე ირმა, ლომსაძე მადონა, გორშკოვა მარინა, დევნოზაშვილი ნინო, გიორბელიძე გიორგი, უგრეხელიძე ავთანდილ, ხარაიშვილი მაია.

სამოქალაქო საბჭოს წევრებმა პირველ სხდომაზე თავმჯდომარედ სანდრო სუბელიანი აირჩიეს, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-3 კურსის წარმატებული სტუდენტია, არის ასევე სამოქალაქო აქტივისტი.

24 კაცისგან შემდგარი საბჭო დებულების მიხედვით იხელმძღვანელებს, სადაც გაწერილია სათათბირო ორგანოს საქმიანობის მიზნები და ამოცანები.სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო იკრიბება არანაკლებ 3 თვეში ერთხელ.

 

Share.

Comments are closed.