ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

0
IM000827.JPG

IM000827.JPG

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელს: დარბაზს, ხახალაჯვარს, ჭრეშს, წიფორსა და ბერთაკარს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 1582 დასახლებას მაღამთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა. დასახლებათა ნუსხა, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წარდგინებით, მთავრობის სხდომაზე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი დასახლების ნუსხაში შეტანიდან 10 წლის განმავლობაში არ გადაიხედება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრისსიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვაკრიტერიუმის (მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები დაბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიულიმდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათვალისწინებით, მაღალმთიანიდასახლების სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრისსიმაღლეზე მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევაში, ამ პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმებისგათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრისსიმაღლეზე ქვევით მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს.

ზღვის დონიდან შესაბამის სიმაღლეზე მდებარეობის მიუხედავად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსიენიჭებათ საქართველოს შემდეგ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში მდებარე დასახლებებს: ხევი,მთიულეთი, პანკისის ხეობა, მაღალმთიანი აჭარა, გუდამაყრის ხეობა, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, ზემოსვანეთი, ქვემო სვანეთი, ლეჩხუმი, რაჭა.

მაღალმთიანი დასახლებების ნუსხის გადახედვას მთის განვითარების ეროვნული საბჭო 2016 წლის 1 აპრილამდე გეგმავს.


Share.

Comments are closed.