,,ბოლნისის კორპუსი’’ – მუნიციპალიტეტში ახალი ააიპ შეიქმნა

0

download (1),,ბოლნისის კორპუსი’’- ასე ჰქვია მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით შექმნილ ააიპ-ის, რომელიც კურირებას და მომსახურებას გაუწევს მაღალსართულიან კორპუსებს და დაახლოებით შვიდი ადამიანი დასაქმდება. სამსახურის ძირითადი ფუნქცია იქნება ბინათმესაკუთრეებთან სააგიტაციო და სამართლებრივი ხასიათის განმარტებითი მუშაობის წარმოება ამხანაგობების ჩამოსაყალიბებლად, სპეციალური კითხვარების შემუშავება, საცხოვრებელი სახლების ტექნიკური პასპორტების და მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება, მუნიციპალიტეტის საზოგადოების წევრთა და საინიციატივო ჯგუფების მოწვევა და ჩართვა, ადგილობრივი პრობლემატური საკითხების გადაჭრისთვის მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში და შესრულებაში მონაწილეობის მიღება  საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში,  უცხოური ინვესტიციის მოზიდვის ხელშეწყობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან ერთად პროექტების შემუშავება  და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება.

სამსახური დაბა კაზრეთში განთავსდება და დაახლოებით ერთ თვეში სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას.

,,ეს მოდელი საკმაოდ წარმატებით ფუნქციონირებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, ამიტომ გადავწყვიტეთ ბოლნისშიც შეგვექმნა  სამსახური, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ყველა მრავალბინიან კორპუსს გაუწევს მომსახურებას. ააიპ დაბა კაზრეთში განთავსდება, რომლის პირველი ამოცანაა იქ არსებული პრობლემების მოგვარება და იმ პროექტების განხორციელება, რასაც ბინათმესაკუთრეები შესთავაზებენ. მას შემდეგ, რაც სამსახური ფუნქციონირებას დაიწყებს, შევიმუშავებთ კონკრეტულ პროგრამას. ყველა მიმართულებით შესასრულებელი საქმიანობა დაფინანსდება წილობრივი თანამონაწილეობით, სხვადასხვა აქტივობებს  ექნებათ 5- 10 პროცენტის ფარგლებში მცხოვრებლებისგან წილობრივი თანადაფინანსების მოთხოვნის ვალდებულება,  ანუ მხოლოდ მუნიციპალიტეტისგან არ მოხდება თანხის გაღება. ასეთი მიდგომა გაზრდის პასუხისმგებლობას იმ პროექტების შესრულებაში, რასაც ერთობლივად განვახორციელებთ. ვფიქრობ,  ეს სამსახური იქნება წარმატებული. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი მუშაობა იყოს ეფექტური,’’- აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

ვინ უხელმძღვანელებს ახლადშექმნილ სამსახურს ჯერჯერობით უცნობია.

 


Share.

Comments are closed.