სოფელ ტალავერის N2 საჯარო სკოლაში დღეს რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ბაირამ აბასოვის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. ღვაწლმოსილ პედაგოგს წელს დაბადებიდან 65, ხოლო პედაგოგიური მოღვაწეობიდან 45 წელი შეუსრულდა. საპატიო მასწავლებელს ღირსშესანიშნავი თარიღები ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ ჟორჟოლიანმა, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ნუკრი ანდრიაძემ და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხემლძღვანელმა იამზე სვანიძემ მიულოცეს.
ბაირამ აბასოვი წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად არის ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის მოწვევის საკრებულოს წევრი კოალიცია ,,ქართული ოცნებიდან“, ასევე დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.
პედაგოგებმა და შეკრებილმა სტუმრებმა ბაირამ აბასოვის წლების მანძილზე გაწეული ღვაწლი შეაფასეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იუბილარ პედაგოგს საჩუქრად წიგნები: ,,ვეფხისტყაოსანი“, ,,საქართველოს 100 მუზეუმი“, ,,საქართველო” გადასცა და მომავალი წარმატებები უსურვა.
ბაირამ აბასოვს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ დაბადების დღე მიულოცა
0
Share.