ალილო ბოლნისში

0

12483241_978208642268545_1858493878_oმართლმადიდებლური სამყარო დღეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
ბოლნისის ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძრში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა.
მლოცველებმა წირვის დასრულების შემდეგ სახალხო მსვლელობა “ალილო” მოაწყვეს და ტაძრებიდან ბოლნისის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის ნიშასთან ფეხით გადაინაცვლეს.
ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა კი ქრისტეს შობის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა და ნიშასთან შეკრებილთ შობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მეალილოეთა მსვლელობა ბოლოს მოხუცთა პანსიონატ ,,ჭაღარაში” დასრულდა, სადაც მეუფე ეფრემმა მოხუცებს შობის დღესასწაული მიულოცა და დალოცა. მრევლმა კი ,,ჭაღარას” მცხოვრებლებს საშობაო ნობათი გადასცა. პატარებმა მოხუცებს ლექსები და სიმღერები მიუღძვნეს.
საშობაო ალილოს ტრადიცია ბოლნისში მეუფე ეფრემის ლოცვა-კურთხევით აღდგა და უკვე მე-9 წელია მრევლი სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და მოხუცებს საშობაო ნობათს ურიგებს.

Share.

Comments are closed.