გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, სერვერზე პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღის განმავლობაში ერთი საათით გაითიშება გაზეთი „ბოლნისის” პორტალი: www.bolnisi.ge და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ გვერდი: www.bolnisi.gov.ge.
მკითხველის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, აქვე განვმარტავთ, რომ აღნიშნულ სამუშაოებს არანაირი კავშირი არ აქვს გამოკითხვასთან, რომელიც bolnisi.ge-ზე მიმდინარეობს, შესაბამისად ვერც დადებითად და ვერც უარყოფითად ვერ აისახება მის შედეგებზე ერთ საათიანი შეფერხება. საიტის ჩართვისთანავე ჩვეულებრივ გაგრძელდება ხმის მიცემის პროცედურა.
ბოდიშს გიხდით დროებითი შეფერხებისთვის.