27–ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე, „სიონმა“ მეოთხე ადგილზე დაასრულა

0

12356897_1068128213197975_1309012778891248292_o27–ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე, „სიონმა“ მეოთხე ადგილზე დაასრულა. ბოლნისელებმა ბოლო ტური „სამტრედიის“ წინააღმდეგ გამართეს. ვარლამ კილასონიას გუნდი ზამთრის შესვენებაზე მაჟორულ ნოტაზე ვერ გავიდა, თუმცა გუნდი ლიდერთა შორისაა. თხუთმეტი ტურის შემდეგ, „სიონმა“ 29 ქულა დააგროვა და ცხრილის მეოთხე პოზიციაზეა.

დღევანდელი შეხვედრა „სიონმა“ 0;2 დათმო. ბურთის ფლობის მიუხედავად გოლები მხოლოდ სამტრედიელებმა გაიტანეს. შეხვედრაში პირველი გოლი კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს მოყვა. 22–ე წუთზე ანგარიში სიხარულიძემ გახსნა. 28–ე წუთზე ზივზივაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა. შეხვედრის 36–ე წუთზე სტუმართა მეკარე უგულავასთან ბრძოლაში შევიდა და საკუთარი საჯარიმოს გარეთ ბურთს დაეუფლა, რის გამოც შეხვედრის მთავარმა არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა. მიუხედავად კაცნაკლულისა, ბოლნისელებმა სამტრედიის გატეხვა ვერ შეძლეს.

„სიონი“ – „სამტრედიის“ დაპირისპირება მესამედ შედგება. ამჯერად „სიონი“ საქართველოს თასზე ეცდება გამარჯვების მოპოვებას. თასის განმეორებითი შეხვედრა, 16 დეკემბერს, „თამაზ სტეფანიაზე“, 14 საათზე გაიმართება.

Share.

Comments are closed.