2015 წლის ინტერნეტ გამოკითხვა დაიწყო!

0

ბანერი-2bolnisi.ge – ზე გასული წლის ბოლოს ჩატარდა გამოკითხვა, რომელმაც გამოავლინა 2014 წლის ადამიანები და მოვლენები სხვადასხვა ნომინაციაში. 2 კვირის მანძილზე პორტალზე განთავსებული იყო გამოკითხვა და მასში წარდგენილ ნომინანტებს მკითხველი ხმას აძლევდა. საერთო ჯამში გამოკითხვაში მონაწილეობა 5000-მდე ადამიანმა მიიღო.

ჩვენი ჩანაფიქრი წინასაახალწლოდ ბოლნისი გაგვეაქტიურებინა იმაზე მეტად გამართლდა, ვიდრე მოველოდით, აქედან გამომდინარე გამოკითხვას წელსაც ვატარებთ.

განვმარტავთ, რომ გამოკითხვას არ აქვს არანაირი ოფიციალური დატვირთვა, მას რედაქცია მხოლოდ მიმდინარე წლის შესაფასებლად და მოსახლეობის წასახალისებლად ატარებს. გამარჯვებულებს რედაქციისაგან სიგელები გადაეცემათ.

ნომინაციაში – 2015 წლის ხალხის რჩეული ინფრასტრუქტურული პროექტი წარდგენილია: 

საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, დაბა კაზრეთში სოციალური საცხოვრისის მშენებლობა, ელიას მთაზე გზის მშენებლობა, სანიაღვრე სისტემების მოწყობა;

ნომინაციაში – 2015 წლის ხალხის რჩეული პედაგოგი წარდგენილნი არიან:

ლამარა ჯოგლიძე, ეკატერინე ლაზარაშვილი,  მერი ყურაშვილი, ინგა გვარაძე, ია მიქაბაძე, თინა ალაგარდაშვილი, ლეილა მაღრაძე, გურამ ჩაგელიშვილი,  კარინა დევნოზაშვილი, ზოია როსტომიანი,  ლიანა თანდარაშვილი, ციალა კირკიტაძე, ნინო მოდებაძე;

ნომინაციაში – 2015 წლის ხალხის რჩეული ექიმი წარდგენილნი არიან:

ასლანიშვილი ასლანი, ჩხეტიანი ლევანი, ანთაშვილი ლალი, ბარჯაძე ია, ლონდარეშვილი იამზე, ქობლიანიძე ფირუზი;

ნომინაციაში – 2015 წლის ხალხის რჩეული მოსწავლე წარდგენილნი არიან:

იზოლდა არზუმანიდუ, მარიამ გორდაძე, დიანა ბოლქვაძე, თამაზ სირაბიძე, ელენი ბასილაშვილი, ირინა ჟუჟუნაშვილი, ანა უგრეხელიძე, მარიამ ხოფერია, ალინა მკრტიჩიანი, მარიამ რეხვიაშვილი, მეგი იაკობიძე, ნოდარ ქემერტელიძე, ერეკლე ჟღენტი;

ნომინაციაში – 2015 წლის ხალხის რჩეული სპორტსმენი წარდგენილნი არიან:

ზურა ჯაფიაშვილი, გიორგი ბეგაძე,  ფრიდონ გიგანი, სოფო მიქელაძე, ნინო ენდელაძე, გივი დემურაშვილი, ვახტანგ ლაბაძე;

ნომინაციაში – 2015 წლის ხალხის რჩეული ხელოვანი წარდგენილნი არიან:

სოსო კოპალეიშვილი, ლაშა ნოზაძე, ირმა ჭილაია, შოთა მერკვილაძე, თამარ რეხვიაშვილი;

დღეიდან 30 დეკემბრამდე პორტალზე განთავსდება ნომინაციები და ნომინანტები, რომელთაგან გამარჯვებულს მკითხველი გამოავლენს. გასულ წელს ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი ხმის მიცემა იყო შესაძლებელი, ამჯერად ხმის მიცემა შეეძლება ჩვენს მკითხველს ნებისმიერი მოწყობილობიდან (კომპიუტერი, ტელეფონი, პლანშეტი) დღეში ერთხელ. თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, ის ვინც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს.

აღვნიშნავთ, რომ არჩევანი საბედნიეროდ ძალიან დიდია, მაგრამ გამოკითხვის ფორმატი არ გვაძლევს ყველას ჩასმის საშუალებას. ვიმედოვნებთ, ჩვენი ინიციატივა არ გამოიწვევს არავის გულისწყვეტას და ერთ-ერთ წამახალისებელ აქტივობად იქცევა წლის მიწურულს.

ხმის მიცემა შეგიძლიათ BOLNISI.GE  -ზე გამოკითხვის კატეგორიაში (საიტის მარჯვენა მხარეს)

გაზეთი „ბოლნისი” გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

 


Share.

Comments are closed.