სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კორდინაციის სამსახურის უფროსის ინციატივითა და საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფესიული კავშირის ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარის ხელშეწყობით, 20 დეკემბერს საბავშვო ბაღების ექთნებისა და მზარეულებისთვის ჩატარდა ტრენინგ – სემინარი თემაზე ,,ჰიგიენის ზოგადი წესები’’. ტრენერმა მიმოიხილა სურსათის მიღებით გამოწვეული დაავადებები და მისი თავიდან აცილების მექანიზმები. საბავშო ბაღების მომსახურე პერსონალთან ერთად იმსჯელეს, თუ რა არის მიკროორგანიზმები და რა გზით შეიძლება მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში. მიღებული თეორიული ცოდნის გასამყარებლად ექთნებმა და მზარეულებმა რამდენიმე პრაქტიკული დავალება შეასრულეს, ტრენინგის დასასრულს კი აისა კონსალტინგის სახელით სერთიფიკატები გადაეცათ.
,,ტრენინგის ძირითადი მიზანია სურსათის წარმოებაში ჩართულ პერსონალს გავაცნოთ ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნები, სურსათის მიერ გამოწვეული დაავადებები და ამ ფაქტორებთან დაკავშირებული გართულებები, მიკვლევადობისა და ეტიკეტირების პრინციპები და რაც მთავარია, პერსონალის პირადი ჰიგიენა, ქცევის ნორმები და ის ძირითადი აკრძალვები, რაც უნდა გაითვალისწინოს ჰიგიენის ციკლში მონაწილე პერსონალმა’’, – აღნიშნა ტრენერმა მზია კუზნეცოვამ.