საჩუქარი სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკრებულოს დეპუტატებისგან

0

12386702_894850270629716_1675044225_nნინო თაბაგარის და ნანა გოგილავას ოჯახები კეთილი ნების აქციაში მოხვდნენ. დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მეოთხე აქცია მოაწყო, რომლის ფარგლებშიც ოჯახებმა საკვებ პროდუქტთან და ჰიგიენის საშუალებებთან ერთად, საახალწლოდ ტკბილეული მიიღეს.

„აქციამ ტრადიციული სახე მიიღო, ჩვენი ინიციატივით სახელფასო სარგოდან გარკვეულ თანხას ვდებთ და გაჭირვებულ ოჯახებს ვეხმარებით, ვცდილობთ ამ კეთილი საქმით მათ მცირედით შევუმსუბუქოთ  მძიმე ყოფა“, – განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა მამედ გუსეინოვმა.

ნანა გოგილავა:

– ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. ოჯახში ათი სული ვცხოვრობთ,  რა თქმა უნდა, ეს თანხა საკმარისი არ არის. დღეს კი საკრებულოს დეპუტატებმა ძალიან გაგვახარეს, მოგვიტანეს პროდუქტი, ტკბილეული, სარეცხი საშუალებები, კარგი წამოწყებაა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.

Share.

Comments are closed.