წინასაახალწლო საჩუქარი ბოლნისელებს

0

axalibbbbბოლნისი საახალწლო ღონისძიებებისთვის ემზადება, 2016 წლის დადგომა მასშტაბურად აღინიშნება.  ღონისძიებები 24 დეკემბერს დაიწყება და 30 დეკემბერს  დასრულდება. საახალწლო აქტივობები ყველა  თაობის მაყურებელზეა გათვლილი. ბოლნისელებს მთავარი საჩუქარი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისგან 30 დეკემბერს ელოდებათ, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ვარსკვლავური საღამო მოეწყობა.  ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ოთო ნემსაძე, ნინა სუბლატი, ძმები გულაშვილები, ნინი ბრეგვაძე და ბენდი ,,gufi land’’.

,,საახალწლო ღონისძიებები ყველა თაობის მაყურებელზეა გათვლილი,  ჩართულნი არიან ადგილობრივი კოლექტივები, რომელთა მონაწილეობითაც 23 -24 დეკემბერს კულტურის სახლში საახალწლო ზღაპარი ,,რაპუნცელის საახალწლო თავგადასავალი’’ ჩატარდება. 25 დეკემბერს კი მაყურებელს თოჯინების თეატრი სპექტაკლით  ,,ახალი წლის სასწაული’’ უმასპინძლებს.  28 დეკემბერს  ნინო გაბიძაშვილის მონაწილეობით საოპერო სოლო კონცერტი გაიმართება.  დასასრულს კი  ჩატარდება  გრანდიოზული ღონისძიება, რომელიც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის საჩუქარია,“- აღნიშნა საკლუბო, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელმა თეონა აბრამიშვილმა.


Share.

Comments are closed.