წითელმა ჯვარმა ახალი პროექტის ფარგლებში მეორე იუბილარს უმასპინძლა

0

12310462_940571599368883_3282151534788466163_nსახელწოდებით „ჩვენ გვახსოვხართ“ პროექტის მეორე ბენეფიციარი, ბოლნისელებისთვის პატივსაცემი პიროვნება, კოლოროტი დავით ყაველაშვილი იყო. წითელმა ჯვარმა ბატონ დავითს სიურპრიზი მოუწყო და მეგობრების გარემოცვაში დაბადების დღე გადაუხადა.

აღნიშნულ პროექტს წითელი ჯვრის ბოლნისის ფილიალი მეორე თვეა ახორციელებს, მისი მიზანია ბოლნისელებისთვის საყვარელი, კოლორიტი, ღვაწლმოსილი ადამიანების მოძიება და  საიუბილეო ღონისძიებების მოწყობა.

„მადლობა მინდა გადავუხადო წითელ ჯვარს ასეთი კარგი წამოწყებისთვის. ბევრი ადამიანია ბოლნისში, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით დიდი კვალი დატოვეს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში,  დღეს კი ისინი მივიწყებულები არიან, ამ პროექტით კი წითელი ჯვარი  მათ ერთ ლამაზ დღეს ჩუქნის და ახსენებენ, რომ ისინი  კვლავ ახსოვთ“, -განაცხადა იუბილარის ძმისშვილმა ნონა ყაველაშვილმა.

დავით ყაველაშვილი 1937 წლის 28 ნოემბერს დაიბადა. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ბოლნისის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმს, შემდეგ კი პროფესიულ ტექნიკუმს.  აქტიურად იყო ჩართული კულტურულ ცხოვრებაშიც. იყო ბოლნისის თეატრის მსახიობი და ანსამბლ „შვიდკაცას“ წევრი. წლების შემდეგ  კვლავ შეკრიბა  თავისი მეგობრები და დღემდე ხელმძღვანელობს კულტურის სახლთან არსებულ ანსამბლ „სიონს“.

Share.

Comments are closed.