ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა მოაწყვეს

0

12400106_897001537081256_1931119421_o„საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის მომსახურების გაუმჯობესება ქალაქ იჯევანსა და ქალაქ ბოლნისში“ –  ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობასთან საინფორმაციო სახის შეხვედრა მოეწყო. დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგინეს პრეზენტაცია პროექტის შესახებ. გააცნეს გამოკითხული მოსახლეობის პოზიცია.

„პროექტთან დაკავშირებით ჩავატარეთ მოსახლეობის გამოკითხვა, ვატარებთ შეხვედრებს, რომლის შემდეგაც ერთობლივად უნდა შევიმუშაოთ მყარი ნარჩენების მართვის სტრატეგიული გეგმა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2017 წლისთვის ყველა მუნიციპალიტეტს უნდა გააჩნდეს ამ კუთხით კონკრეტული გეგმა. ჩვენ კი ამ პროექტის საშუალებით,  ასე ვთქვათ, დროს წინ ვუსწრებთ და ვიწყებთ  მუშაობას. გვინდა მოვახდინოთ მოსახლეობის ჩართულობა, წამოვწიოთ არსებული პრობლემები და სპეციალური ჯგუფი მოსახლეობის, იურისტებისა და ექსპერტების დახმარებით შეიმუშავებს სტრატეგიულ გეგმას. დღეს გვაქვს მეორე შეხვედრა, იანვრის თვეში კიდევ სამი შეხვედრაა დაგეგმილი“, – განაცხადა ქვემო ქართლის საზოგადოებრივ-საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი დემურაშვილმა.

აღნიშნული პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დაიწყო, რომელიც ითვალისწინებს სომხეთის ქალაქ იჯევანსა და ქალაქ ბოლნისში ნარჩენების გატანის მომსახურებას. პროექტი 16 თვიანია, რომლის ფარგლებშიც მოხდება ქალაქში სპეციალური ურნების დადგმა და მყარი ნარჩენების გადამუშავება.


Share.

Comments are closed.