ქვემო ქართლის რეგიონი სომხეთს რეაბილიტირებული გზით დაუკავშირდება

0

857537_956294377777997_7136760751809485830_oსაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა – მარნეული – გუგუთის საავტომობილო გზის  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნული გზის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ორ ობიექტად ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში რებილიტაცია ჩაუტარდება ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში მდებარე საგზაო მონაკვეთების სავალ ნაწილს. მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, საყრდენი კედლები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ასევე, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და ავტოპავილიონები. ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და მოინიშნება გზის სავალი ნაწილი. ფონიჭალა – მარნეული – გუგუთის საავტომობილო გზა ქვემო ქართლის რეგიონსა და სომხეთის რესპუბლიკას თბილისთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს.

სარეაბილიტაციო სამუშოები 2015 წლის ნოემბერში დაიწყო და 2016 წელს დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი  ღირებულება 19 მილიონ 78.2 ათასი ლარია.


Share.

Comments are closed.