სტიქიით დაზარალებულ ოჯახს მუნიციპალიტეტმა დახმარება გაუწია

0

12400254_10153804864203007_637039016_oსოფელ რაჭისუბანში მცხოვრებ ჯონი რეხვიაშვილის ოჯახს ზამთრის სუსხიანი დღეების აღარ ეშინია, რადგან მათ ავარიულ სახლს გამაგრებითი სამუშაოები უტარდება. 13 ნოემბერს მომხდარმა სტიქიამ მოძველებული შენობა კიდევ უფრო დააზიანა. როგორც ოჯახის დიასახლისი გვიამბობს, ავარიული კედლების გამო, სახლში გაჩერების ეშინოდათ.
ოჯახის უფროსმა განცხადებით მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართა, კომისიამ შეისწავლა სახლის მდგომარეობა, გაკეთდა აუდიტის დასკვნა, რის შემდეგაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ათი ათასი ლარის ოდენობის თანხა გამოყო დაზარალებული ოჯახის დასახმარებლად.
ორსულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, ამბობენ, რომ ვერადროს წარმოიდგენდნენ, რომ ოდესმე მათი სახლის შეკეთება მოხდებოდა. კმაყოფილები არიან და ზამთრის ცივი დღეებისაც აღარ ეშინიათ, სახლის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება.


Share.

Comments are closed.