„სიონი” თასის ნახევარფინალშია

0

12375003_1069924239685039_1077077126094298083_oსამტრედიასთან ორმატჩიან დუელში ბოლნისელებმა იმარჯვეს. ვარლამ კილასონიას შეგირდებმა, ნახევარფინალის, საგზური პენალტების სერიაში მოიპოვეს. სათასო დაპირისირების პირველი მატჩი, “ეროსი მანჯგალაძეზე” 0:0 დასურლდა. დღეს, საპასუხო შეხვედრაში, “თამაზ სტეფანიაზე”, გუნდებმა, როგორც ძირითადი, ისე დამატებითი დრო, ნულოვანი ფედ დასრულეს, რის შემდეგაც 11–მეტრიაანები დაინიშნა. აქ უკვე “სიონმა” 2:0 იმარჯვა. ნახევარფინალური საგზური “სიონთან” ერთად – “ჩიხურამ”, “დინამო თბილისმა” და “ვიტ ჯორჯიამ” მოიპოვეს. შემდეგ ეტაპზე ვინ იქნება “სიონის” მეტოქე, წილისყრაზე გაირკვევა.

„რთული და დაძაბული თამაში იყო, ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს, გავედით ნახევარ ფინალში და ვეცდებით წარმატებულად ჩავამთავროთ, ძალან გახარებულები ვართ,”- აღნიშნა  “სიონის” ფეხბურთელმა სოსო ჭიკაიძემ

ვარლამ კილასონია საფეხბურთო კლუბ სიონის მთავარი მწვრთნელი:

– საკმაოდ დაძაბული თამაში იყო, მოედანზე ორი ღირსეული მეტოქე იბრძოდა. მიუხედავად იმისა რომ თამაში უგოლოდ დასრულდა მთლიანობაში სანახაობრივად ძალიან კარგი იყო. ბიჭებმა ყველაფერს გაუძლეს, გვიჭირდა მომენტებში, თუმცა უპირატესობას ჩვენ ვფლობდით. მინდა ხაზი გაუსვა იმას რომ ორივე იმსახურებდა გასვლას თუმცა ამ წარმატებას ბოლნისის ,,სიონმა”  მიაღწია. ვულოცავ ბოლნისელებს და გუნდს ამ წარმატებას


Share.

Leave A Reply