საშობაო ზეიმი სარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადში“

0

12431274_901209506660459_1314291178_nსარეაბილიტაციო დღის ცენტრ „განთიადში“ საშობაო ზეიმი გაიმართა, წინა საახალწლო განწყობის შესაქმნელად ცენტრის ხელმძღვანელობამ მეგობარი ორგანიზაცია „მხიარული ავტობუსი“ მოიწვია. ყველასათვის საყვარელი და ნაცნობი ანიმაციური ფილმის გმირები ანიმატორებთან ერთად ბავშვებს მუსიკალურად და ორიგინალურად შესრულებულ ნომრებს სთავაზობდნენ.

საშობაო ზეიმის დასასრულს სანტაკლაუსმა ბენეფიციარებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან საახალწლოდ ტკბილეული და სარეაბილიტაციო ცენტრისგან სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ბახვა წერედიანი, ანიმატორი:

-ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ, მათ  სათუთი მოპყრობა სჭირდებათ. ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან იხალისეს და მოეწონათ  ის, რაც მათ შევთავაზეთ.

Share.

Comments are closed.