სამუსიკო სკოლამ საანგარიშო კონცერტი გამართა

0

12431329_901734169941326_918760619_nსამუსიკო სკოლის მოსწავლეები საზოგადოების წინაშე ტრადიციული საანგარიშო კონცერტით წარსდგნენ. ფორტეპიანოზე შეასრულეს როგორც ქართველი, ისე უცხოელი კომპოზიტორების კლასიკური და თანამედროვე ნაწარმოებები, რომლის შემდეგაც სცენა სამუსიკო სკოლის საგუნდო კლასს დაეთმო. საგუნდო კლასის პატარა მოსწავლეებმა ნინო დვალიშვილის ხელმძღვანელობით ყველასათვის საყვარელი სიმღერები შეასრულეს და დამსწრე  საზოგადოებას წინასაახალწლო განწყობა შეუქმნეს.

ლალი თანდარაშვილი, ბოლნისის  ზაურ ხუჯაძის სახელობის სამუსიკო სკოლის დირექტორი:

-გასულ საანგარიშო კონცერტებთან შედარებით განსხვავებული ფორმატი გვქონდა. გვინდოდა  მოგვეწყო საახალწლო ზეიმი და  არა კლასიკური ნაწარმოებების საღამო. ამიტომ აქცენტი გადავიტანეთ მხიარულ სიმღერებზე და შევეცადეთ წინასაახალწლო განწყობა შეგვექმნა საზოგადოებისთვის.

კობა ჟღენტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი:

-დღეს მორიგი საანგარიშო კონცერტი ჰქონდა სამუსიკო სკოლას. წინა კონცერტებისგან განსხვავებით ამჯერად მრავლად იყვნენ პატარა მოსწავლეები, რადგან წელს ბევრმა აღსაზრდელმა შემოაღო პირველად ამ სკოლის კარები, მათ  შორისაა ჩემი შვილი და  მოხარული ვარ, რომ ისიც ეზიარება ამ უდიდეს ხელოვნებას. აქ მომუშავე პედაგოგები ორიენტირებულები არიან შედეგზე. სწორედ ამიტომ ისინი ყოველი სემესტრის ბოლოს აწყობენ მსგავსი ტიპის კონცერტებს, რომელსაც ყოველთვის ვადევნებ თვალს და ვტკბები ულამაზესი ხელოვნებით. მინდა წინსვლა ვუსურვო შემოქმედებით ჯგუფს  მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად. სულ ასეთი ლამაზი მუსიკალური  ბგერები ჟღერდეს ჩვენს ცხოვრებაში.


Share.

Comments are closed.