სათნოების სახლს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან ერთად ესტუმრა, ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცა. საახალწლო ნობათი დღეს ორასმა ოჯახმა მიიღო. სათნოების სახლის ხელმძღვანელობამ შინ მოვლის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს საახალწლო ტკბილეული სახლში მიუტანა.
სათნოების სახლის ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი გადაეცათ
0
Share.