საზღვრის გადაკვეთისთვის დაკავებული მოქალაქე ხუთთვიანი პატიმრობის შემდეგ ოჯახს დაუბრუნდა

0

1934705_1081551388572646_3753338743137595610_nქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი მოადგილე ნუგზარ სალიასა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოგი მეშველიანთან ერთად, სოფელ ტალავერში მცხოვრები თურგან მიქაილოვის მოსანახულებლად ტკბილეულით ხელდამშვენებული მივიდა. თურგაი მიქაილოვმა ხუთი თვის წინ შემთხვევით გადაკვეთა სომხეთის საზღვარი, მას თან არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რის გამოც პატიმრობა შეეფარდა.
ინციდენტიდან საქმეში მალევე ჩაერთო საქართველოს მთავრობა, უშუალოდ ქვემო ქართლის მხარის გუბერნატორი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი. პაატა ხიზანაშვილი სხვადასხვა უწყებას დაუკავშირდა და შედეგად ხუთი თვის შემდეგ, თურგაი მიქაილოვი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა.
35 წლის თურგაის ჰყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი. მის ოჯახში დაბრუნებას მთელი სოფელი ოვაციებით შეხვდა.


Share.

Comments are closed.